31, ოქტომბერი 2020 10:40:00
ვიმედოვნებთ, ვნახავთ შესაძლებლობას, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას ნებისმიერი რისკის გარეშე, რაც დაკავშირებულია კოვიდსიტუაციასთან და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
„ყველა დემოკრატიისთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვინც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს ეს ქვეყანა. საარჩევნო უბანზე არსებული ვითარება საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
სხვა უბნებსაც ვესტუმრები და ასევე, შევხვდები ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შეხვედრა იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან და სხვებთან.
ვიმედოვნებთ, ვნახავთ შესაძლებლობას, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას ნებისმიერი რისკის გარეშე, რაც დაკავშირებულია კოვიდსიტუაციასთან და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.