31, ოქტომბერი 2020 10:46:00
მე მივეცი ხმა ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ- ერთმა ლიდერმა, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ- ერთი გადამწყვეტი არჩევნები იმისათვის, რომ შევაჩეროთ ქვეყნის ვარდნა და დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ამიტომ, ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდებ, რომ აუცილებლად დღეს ხმა მისცეს მისი ქვეყნის, მისი ოჯახის მომავალს, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ ყველა იმ კრიზისს და გამოწვევას, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.