31, ოქტომბერი 2020 14:03:00
„ერთიანი საქართველოს" ლიდერის განაცხადებით, საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და არჩევნებში ხმა ძალასა და გამოცდილებას მისცა. ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას ხმის მიცემისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ხელისუფლებას უარი უნდა ვუთხრათ, რომელსაც ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავს, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველას და ყველაფრის ყიდვა შეიძლება, რომელსაც მიაჩნია, რომ უზენაესი ღირებულება ფულია, უნდა, რომ ფულით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი დაპირება არ შეასრულა.
მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მოვიდნენ, ფულის ძალას არ დაემორჩილნონ, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების ყიდვას უარი უთხრან. ხელისუფლებასა და ყველა მომავალ ხელისუფლებას უთხრან - გადამწყვეტი არჩევნებში შესრულებული პირობაა და ქვეყნის წინაშე პრობლემების მოგვარება და არა ის, ვინ მეტ ფულს გადაიხდის.
მოგიწოდებთ, მოხვიდეთ, მოგიწოდებთ მიცეთ ხმა ძალასა და გამოცდილებას, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარება დაიწყოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.