31, ოქტომბერი 2020 21:26:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მოქალაქეებს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ქართველმა ხალხმა ღირსეული არჩევანი გააკეთა და მხარი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას დაუჭირა.
"ჩვენ ქვეყანას ვულოცავთ კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს და კიდევ ერთ ღირსეულ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენი გუნდი, ჩვენი პოლიტიკური ძალა კიდევ უფრო მეტად არის გახარებული ამ შედეგით. ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი, იმ კონკრეტული შედეგებით, საქმით და ღირებულებებით, რომელსაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენი პარტიის თავმჯდომარის და ჩვენი ლიდერის ხელმძღვანელობით ვახორციელებთ.
ვინ რომელ პარტიას მისცა ხმა, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და როგორც ხელისუფლებას და მმართველ ძალას მათზეც გვაქვს პასუხისმგებლობა",- აცხადებს რიჟვაძე.