11, ნოემბერი 2020 17:45:00
პროტესტის მიუხედავად, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის საბოლოო შედეგები შეაჯამა. საჩივრების განხილვისა და რიგი უბნების მონაცემების განმეორებით გადათვლის შედეგად, "ქართული ოცნება" აჭარაში ლიდერია. როგორც ოლქის თავმჯდომარემ განაცხადა, იყო ტექნიკური ხასიათის, უნებლიე შეცდომები, რომლებიც გამოასწორეს. საბოლოო ოქმს ხელი საოლქო კომისიის მხოლოდ ათმა წევრმა მოაწერა ხელი. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" კვოტით წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომათა დარბაზიდან გავიდა ორი დამკვირვებელიც.