11, ნოემბერი 2020 21:30:00
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი 17 ნოემბერს საქართველოს ეწვევა. გამოქვეყნებული, მაიკ პომპეო თბილისში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება.რა მიზანი აქვს შეხვედრას და რა მოლოდინი აქვს ოპოზიციურ სპეკტრს?
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნი საქართველოს 17 ნოემბერს უნდა ეწვიოს. ვიზიტის მიმართ ოპოზიციაში დიდი მოლოდინებია. დარწმუნებული არიან, რომ მაიკ პომპეოს ჩამოსვლით, ქვეყანაში არსებულ ვითარება განიმუხტება.
მიუხედავად იმისა, რომ მაიკ პომპეოს, ოპოზიციასთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს, ფიქრობენ, რომ მაინც იპოვიან საშუალებას, ესაუბრონ იმაზე, თუ როგორ ჩატარდა 31 ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში და როგორი შედეგით დასრულდა იგი.
რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში, პროგნოზირება უჭირთ პარტიაში "ლელო საქართველოსთვის", თუმცა სხვა სუბიექტების მსგავსად, აქაც დარწმუნებული არიან, რომ მნიშვნელოვანი იქნება ის მონენტიც, თუ კი შეძლებენ მაიკ პომპეოს, მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მაიკ პომპეო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ხელისუფლების დარწმუნებაში, გაითვალისწინოს ოპოზიციის და საზოგადოების მოთხოვნები და მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.
ამერიკის შეერტებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოში ორდღიანი ვიზიტი აქვს დაგეგმილი.