11, ნოემბერი 2020 21:05:00
ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, ბათუმში, საპროტესტო აქცია დღესაც განახლდა. კვლავ უცვლელია მოთხოვნები: ხელახალი არჩევნების ჩატარება, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და კომისიების სამართლიანი პრინციპით დაკომპლექტება. მომიტინგეებმა, აჭარის მთავრობის სახლთან, კარვები 3 დღის წინ გაშალეს. მოქალაქეები, ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად, კომენდანტის საათსაც არღვევენ და აქციას არც ღამით ტოვებენ.