23, ივნისი 2017 14:04:00
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“- პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. შეხვედრაზე რეგიონალური ჰაბების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს მათი შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები. პროექტის თანახმად, რეგიონალური ჰაბები საქართველოს 10 რეგიონში შეიქმნება, მათ შორის ბათუმში. 45 თვის განმავლობაში100-ზე აქტივობა განხორციელდება. ინოვაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროექტის განხილვას მესამე სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაეწრნენ. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“- ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.