23, ივნისი 2017 14:09:00
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა“. დეპუტატებმა აჭარის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს. გია აბულაძის განცხადებით, ას გვერდიანი დოკუმენტის განხილვა ერთ სესიაზე არ უნდა ხდებოდეს. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ მმართველმა გუნდმა რეკომენდაციები, მათ შორის ვენეციის კომისიის შენიშნვები არ გაითვალისწინეს. უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის გარდა რამდენიმე კანონში შესატანი ცვლილებებიც დაამტკიცეს. სხდომას ჩემი კოლეგა თამარ კიკნაძე ესწრება და დეტალებს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.