21, ნოემბერი 2020 21:59:00
ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ზუსტად ნახევარი საათის წინ, 20 საათზე დაიხურა. კომისიის წევრები ახლა ხმებს ითვლიან. კენჭისყრის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მოქალაქეების დაბალი აქტივობს გამო უბნები თითქმის ცარიელი იყო. ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, შესაბამისად არც მონაწილეობა მიუღია. კომისიები მათი წარმომადგენლების გარეშე მუშაობენ. მას შემდეგ, რაც ცესკო შემაჯამებელ ოქმებს მიიღებს, დოკუმენტები ოფიციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთება.