23, ივნისი 2017 14:03:00
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, 25 ივნისს, ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ნომერი 12 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ხელვაჩაურის გზატკეცილზე არსებული სასაფლაოების მიმართულებით ტრანსპორტირება დილის 7 საათიდან 16 საათამდეა შესაძლებელი.