24, ნოემბერი 2020 17:18:00
„ბაგრატიონი სახე+"-ის ლიდერი უკვე 9 დღეა შიმშილობს. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ გაშლილ კარავში მარტოა. დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მედიკოსების ინფორმაციით, იგი დასუსტებულია და მისთვის შიმშილის გაგრძელება არ შეიძლება. თავად ედნარ ბაგრატიონი აცხადებს, რომ პირობას არ დაარღვევს და 14 დღე მაინც იშიმშილებს. მისი მოთხოვნები უცვლელია: ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და თანამდებობა დატოვოს თამარ ჟვანიამ.