25, ნოემბერი 2020 16:56:00
გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში, კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 7 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკას, ვირუსი კიდევ 402-მა პირმა დაამარცხა. ჯამში რეგიონში 16 ათას 328 ადამიანი გამოჯანმრთელდა.