27, ნოემბერი 2020 10:58:00
საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 161-ს შეადგენს.