26, ივნისი 2017 14:06:00
პარკინგი ტროტუარის ნაცვლად. ჭავჭავაძის ქუჩის 131- ნომერში ერთ-ერთმა კომპანიამ ტროტუარზე ფილები აყარა და ავტომობილების გასაჩერებელი ადგილის მოწყობა დაიწყო. ტერიტორიაზე სამუშაოები მერამდენე დღეა მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, ბათუმის მერიამ ნებართვა "ბათუმი ტექსის" განცხადების საფუძველზე გასცა. თვითმართველობაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თქმით, ტერიტორიაზე ტროტუარისთვის განსაზღვრული სტანდარტი 2,60 მეტრი დაცულია. პროექტის მიხედვით, ჭავჭავაძის ქუჩაზე 23 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ადგილი ეწყობა.