26, ივნისი 2017 14:04:00
დანამატის სახით მიღებული 9 ათას 792 ლარი - ასეთია აჭარის ჯანდაცვის მინისტრის შემოსავალი ექვს თვეში. გარდა ამისა, ზაალ მიქელაძე ამავე, პერიოდში მივლინებით 6 ჯერ იმყოფებოდა, მათ შორის ორჯერ საზღვარგარეთ. უწყების ბიუჯეტს მინისტრის ვიზიტი 2 ათას 432 ლარი დაუჯდა. ხარჯებზე განმარტება ზაალ მიქელაძის ნაცვლად, დღეს მისმა მოადგილემ გააკეთა, რომელსაც სამ სამივლინებო თანხების მიზნობრიობაზე საუბარი გაუჭირდა. ციფრები სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე გახდა ცნობილი.