30, ნოემბერი 2020 17:45:00
მომსახურების სააგენტო, დღეიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეები, დროებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას ვერ შეძლებენ. ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად, ისიც მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით.