30, ნოემბერი 2020 21:30:00
კოვიდრეგულაციის დარღვევისთვის ფიტნეს კლუბის მფლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაიწყო. ვიდრე Reformer fitness-სს კანონი სისხლის სამართლით მიედავებოდა, აკრძალვის მიუხედავად, კლუბის ფუნქციონირებისთვის მეპატრონე 10 000 ლარით დაჯარიმდა, გიორგი ფუკტარაძე კი მის გადახდაზე უარს ამ დრომდე აცხადებს.
ბათუმში "რეფორმერ ფიტნესის" კარი დაკეტილია, ტერიოტირაზე კი სამართალდამცველები იმყოფებიან და ობიქტზე შესვლის უფლებას არავის აძლევენ. ორგანიზაციის მფლობელი არ აპირებს იმ ჯარიმის გადახდას, რომელიც შრომის ინსპექციამ ეკონომიკური საქმიანობის გამო დააკისრა. გიორგი ფუტკარაძე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. აჭარის მთავარ სამმართველოში შესვლამდე კი განაცხადა, რომ უსამართლობას არ შეეგუება.
ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ ფიტნეს კლუბი აკრძალვების უგულვებელყოფისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. სანქციის მიუხედავად, ისინი მუშაობას მაინც აგრძელებდნენ, რის შედეგაც ძალოვანმა უწყებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადგილზე სოლიდარობის ნიშნად, გუშინ ღამით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
მას შემდეგ, რაც ფიტნეს კლუბი დაჯარიმდა, ბათუმში "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ჩამოვიდა, მან ორგანიზაციის კუთვნილი ფართობი საცხოვრებლად დაიქირავა და მოქალაქეებს სტუმრობისკენ მოუწოდა. ჯაფარიძე შენობიდან ძალის გამოყენებით პოლიციამ გუშინ გამოიყვანა. გირჩის ლიდერი დღეს, საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე გიორგი ფუტკარაძესთან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინსიტრო პროცესებს წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ "რეფორმერ ფიტნესი" არ დაემორჩილა დადგენილ შეზღუდვებს, რის გამოც კლუბის დალუქვა გახდა აუცილებელი. განცახდებაში ასევე, წერია, რო გამოძიების დაწყებას საფუძვლად შრომის ინსპექციის მიერ გადაგზავნილი მასალები დაედო.