01, დეკემბერი 2020 13:02:00
ერთი რიგითი ბათუმელი შეწუხდა ე.წ. მარგინალების ზღვარგადასული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ 20-კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული ბელადი არ ღირს იმად, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„ამ კუთხის შვილები ხართ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ, ოჯახში შეშვება. საბოლოო ჯამში, ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით ბათუმში მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.