01, დეკემბერი 2020 17:25:00
აჭარის მთავროის სახლთან მიმდინარე აქციისას, გუშინ დაკავებულ აქტივისტს, სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. იგი სამართალდამრღვევად სცნეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის. ირაკლი ჩხირკვია პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ, ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს.