01, დეკემბერი 2020 17:48:00
ახლა კი გაგაცნობთ რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციას. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს, 623-ით გაიზარდა. რეგიონის მასშტაბით, საავადმყოფოებში მკურნალობს 929 პირი, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია ათას 840 პირი, ონლაინ კლინიკაში კი მკურნალობას 3ათას 246 მოქალაქე გადის. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, აჭარაში, კოვიდ19-გან, კიდევ 623 პაციენტი გამოჯამრთელდა.