03, დეკემბერი 2020 11:01:00
საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 147 636 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 124 568 გამოჯანმრთელდა, 1 387 კი გარდაიცვალა.