03, დეკემბერი 2020 17:01:00
ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის პროტესტი უკვე ერთ თვეს ითვლის. აჭარის მთავრობის შენობის წინ, ისევ რჩება გაშილი კარვები. მონაწილეები პერიოდულად მასშტაბურ აქციებს და პერფორმანსებს აწყობენ, ხშირია დაპირისპირების შემტხვევებიც. ისინი კომენდანტის საათის მიუხედავად ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ითხოვენ, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და თანამდებობიდან გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე - თამარ ჟვანია.