03, დეკემბერი 2020 17:05:00
ხმაური იყო დღეს, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე. მერიის შესაბამისმა სამსახურმა, გარემოვაჭრეების მიერ დალაგებული დახლები, ტერიტორიიდან გაიტანა, რასაც პროტესტი მოჰყვა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შემოსავალს იღებენ. მერიის ტანამშრომლების წასვლის შემდეგ, წერეთლის ქუჩაზე, გარემოვაჭრეებმა დახლები ისევ დაალაგეს. აქ სხვადასხვა პროდუქტთან ერთად, ახლა თევზითაც ვაჭრობენ.