04, დეკემბერი 2020 16:30:00
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხელვაჩაურში. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა, შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძება უკვე დაიწყო.