04, დეკემბერი 2020 21:45:00
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მოძრაობა ''იმოქმედეს'' წევრებმა დღეს, საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე, ჰაერში, ჰელიუმის ფერადი ბუშტები გაუშვეს. ამ ფორმით საბჭოთა კავშირის დროინდელი მიდგომები დაგმენ, რომელიც მათივე თქმით, მმართველ გუნდსაც აქვს. აქტივისტებმა პერფორმანსი გამართეს უმაღლეს საარჩევნო კომისიასთანაც
რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, აქტივისტებმა შეძლეს და ჰელიუმის ბუშტები ჰაერში გაუშვეს. ახლა ახლებური წარწერით - „ნუ გეშინია, ეს ბუშტია“. ბეგრაუნდად, თან საბჭოთა კავშირის ჰიმნიც გააყოლეს. პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მიზეზი უცნობია.
ფანტაზია არც უსკოს შემთხვევაში დაიშურეს და ვიდრე კომისია არჩევნების საბოლოო ოქმს გამოსცემდა, თავმჯდომარეს, „არჩევნების საკუკეთესო გამყალებებელს-პარმენ ჯალაღონიას" - ბანერი შეუგზავნეს. მას, თან, ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, აქტივისტებმა, ჰელიმუს ბუშტებს გააყოლეს უსკოს შემაჯამებელი ოქმიც.
არც ეს იყო უკანასკნელი პერფორმანსი. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სახეზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფოტო მიიმაგრა და საპნის ბუშტებს ხეთქავდა.
ფიტნეს კლუბების სოლიდარობის ნიშნად, სპორტსმენები ჭიდაობაში ერთმანეთს, ღია ცის ქვეშ გაშლილი ტატამზე დღესაც ერკინებოდნენ.