04, დეკემბერი 2020 21:30:00
ზურა გირჩი ჯაფარიძე კვლავ პარტიის ლიდერი იქნება. როგორც ჟურნალისტებთან კომენტირებისას განმარტა, პარტიაში უთანხმოება დიდი ხანია არსებობდა. რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, ჯაფარიძის თქმით, „პარტიის შიდასამზარეულოდან გარეთ არაფრის გამოტანას არ აპირებს“.
გირჩი ზურაბ ჯაფარიძე პარტიას არ ტოვებს. იგი ისევ "გირჩის" ლიდერია. მან, ამის შესახებ, განცხადება, დღის ბოლოს გააკეთა. მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ პარტიაში უთანხმოება დიდი ხანია არსებობს.
განცხადება, იმის შესახებ რომ, თანაგუნდელებს ემიჯნებოდა, ჯაფარიძემ, დილით გააკეთა. მან, მხარდამჭერებს, "გირჩი"-ს დახურულ ჯგუფში აცნობა. ამბობდა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად, "გირჩი"-ს კეთებას აღარ აპირებდა.
უკავშირდება თუ არა გირჩის წევრებს შორის დაპირისპირება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს? ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ეს მიზეზი უარყო. იგივეს ამტკიცებს, ვახტანგ მეგრელიშვილიც. ამბობს, რომ საკითხზე პოზიცია, პარტიაში, ერთიანი იყო. მეგრელიშვილი ამბობს, რომ განხეთქილების მიზეზი მისთვისაც უცნობია.
პოლიტიკური განხეთქილების კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზად გირჩის ერთ-ერთი წევრის - იაგო ხვიჩიას ბოლო დროინდელი განცხადებები სახელდება, თუმცა კოლეგები სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს, რომელსაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა, არ განხიილავენ.
ამ დრომდე უცნობია, ვინ დარჩება და ვინ წავა გირჩიდან, ან როგორ გააგრძელებს პარტია მომავალში მუშაობას.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "გირჩმა" ხმების 2,89 %-ი, შესაბამისად, ოთხი მანდატი მიიღო. პარლამნეტარბეი ხდებიან: ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი, თუმცა პარტია, საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს შეუერთდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამ დრომდე აცხადებს.