27, ივნისი 2017 17:03:00
ხელვაჩაურის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ორგანიზებით, 1937-38 წლებში უდანაშაულოდ რეპრესირებულთა სამარხების მოძიების სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციებმა 6 თვიანი მუშაობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს, რომლის საფუძველზეც ამბობენ, რომ აჭარაში კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საიდუმლო სამარხები დიდი რაოდენობით არსებობს. სპეციალისტების თქმით, სამარხების ტერიტორიები, რომლებიც კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია, შესასწავლია. სამუშაო ჯგუფის წევრები ხელისუფლებას სამთავრობო კომისიის შექმნას სთხოვენ, რათა გათხრები საფუძვლიანად ჩატარდეს.