27, ივნისი 2017 20:08:00
4 წლის წინ "წითელ ნუსხაში" შეტანილ წაბლის ხეებს მთელ საქართველოში ქერქის კიბო - ენდოტეა მოედო. პრობლემა დღემდე აქტუალურია. ავადმყოფობა ხეების ხმობას იწვევს. დაავადება გავრცელებულია აჭარაშიც. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი სოფელ ჩიქუნეთში იმყოფებოდა, სადაც გამხმარი ხეები მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ადგილობრივები თაფლის მოსავლის შემცირებაზე საუბრობენ. რა მეთოდებით ებრძვის პრობლემას აჭარის სატყეო სააგენტო და რა იგეგმება ხეების გადასარჩენად? ია გოლიაძე დაინტერესდა