28, ივნისი 2017 14:09:00
„ბათუმი არ არის მზად ტურისტული სეზონისთვის“ - ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლია მგელაძემ გააკეთა. მაგალითად კი ბარცხანაში, „რივიერას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დანაგვიანებული სანაპირო ზოლი დაასახელა. მისი განმარტებით, ე.წ ბარცხანის ტერიტორიაზე ფეკალური მასა პირდაპირ ჩაედინება ზღვაში. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი სახელისუფლო გუნდს მოუწოდებს, რომ ტურისტული სეზონისთვის მაინც მოაწესრიგოს ქალაქის შემოსასვლელი. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას არ ეთანხმება ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი. ზურაბ გელაძის განცხადებით, ბათუმის სანაპირო ზოლი ყოველდღიურად სუფთავდება, რაც შეეხება რივიერას მიმდებარე ტერიტორიას, იგი კერძო საკუთრებაა და ბათუმის მერია ამ შემთხვევაში მიმდიებარე ტერიტორიის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი არ არის.