24, დეკემბერი 2020 17:16:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პროჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს.
ბათუმში - 12:00-დან 17:00 საათამდე ქუჩებს: ლ.ასათიანის, მ.აბაშიძის, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ზღვის პირა პარკის ტერიტორიას.
ხელვაჩაურში - 12:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, ურეხის, კახაბრის, მახვილაურის, შარაბიძეებისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს. ასევე სოფლებს: ინჯალოსა და ზანაქიძეებს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე დ.აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს. ასევე სოფელ კვირიკეს.
შუახევში - 12:30-დან 15:00 საათამდე სოფლებს: ბუთურაულს, ფურტიოსა და ნიგაზეულს.
ხულოში - 12:30-დან 15:00 საათამდე სოფლებს: თხილვანას, ფაჩხას, ყინჩაურს, კალოთასა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
R