28, ივნისი 2017 14:00:00
„ბათუმობის“ ღონისძიებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან დამატებით 87 000 ლარი ემატება და ჯამში 384 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან 211 000 ლარი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვისაა გათვალისწინებული. რაც შეეხება სცენარს, მერიამ კონკურსის გარეშე უკვე შეარჩია და ავტორს 10 000 ლარს გადაუხდის. ღონისძიებებისთვის ტენდერის გამოცხადებას მერია უახლოეს დღეებში აპირებს. საკითხის განხილვა დღეს საკრებულოს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა. განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ღონისძიებები ერთი ადამიანის ინტერესებზეა მორგებული და სცენარის შერჩევა არ იყო გამჭვირვალე. ბერაძის განმარტებით, მერიას ჰყავს შესაბამისი აიპი და სწორედ აღნიშნული უწყება უნდა იყოს ორგანიზებაში ჩართული. საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ მმართველი გუნდის წევრებსაც. ოპონენტების მსგავსად მათაც გააკრიტიკეს კულტურის ცენტრის მუშაობა და მითაიშვილის გადაწყვეტილება.