30, დეკემბერი 2020 17:33:00
ბათუმში, ანგისის პირველ შესახვევში გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. მისამართზე უკვე დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, დამონტაჟდა წყალარინების სისტემის ქსელი. გზის აღდგენის სამუშაოები, დამატებით 5 მისამართზე შესრულდა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 400 ათას ლარია.