31, დეკემბერი 2020 10:45:00
ტელეკომპანია ფორმულას სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" დღის ეთერში გაშვების გამო, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივლეს. საჩივრის ავტორს, გიორგი ყიფიანს საფუძვლად მოჰყავს კანონი "ბავშვის უფლებათა კოდექსი" და ამტკიცებს, რომ "ჩცდ-ს თითქმის ყველა სერია შეიცავს შეურაცმყოფელ ლექსიკასა და გინებას".
მომჩივანი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) წევრია.
საჩივარში, ფორმულას გარდა მოხსენიებულია ტელეკომპანია "მარაო" და GDS, რომლებიც, საჩივრის ავტორის თქმითვე, ასევე არღვევენ კანონს. იგი წერს, რომ "მარაოზე" დღის 10 საათზე აჩვენეს ფილმები, სადაც ძალადობისა და ნარკოტიკის მოხმარების სცენებია ასახული, ხოლო GDS-ზე 19 ნოემბერს აჩვენეს ფილმი "მამაცი გული", "რომელსაც მინიჭებული აქვს 17 წლამდე კატეგორია".
მომჩივანი მოითხოვს, შეწყდეს "არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი" ფილმების ჩვენება და ტელეარხები დაჯარიმდნენ.