29, ივნისი 2017 14:07:00
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ფიზიკურ პირზე ასაღებდა ყალბ 100 დოლარიან კუპიურებს, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფული ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოიღო. ინფორმაციას სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.