14, იანვარი 2021 21:35:00
თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამჟამად, ძველი ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს. სამანქანე მიმოსვლა კი დროებითი გადასასვლელით მოხდება. სამუშაოებს შპს „სინათლე-2006" ახორციელებს. ტენდერი, კომპანიამ 1 885 757 ლარად მოიგო. ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გასული წლის აგვისტოში გააფორმა. პირობის მიხედვით, პროექტი, ერთ წელში უნდა ჩაბარდეს.