14, იანვარი 2021 20:11:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას პირველი თებერვლიდან შეძლებენ. პირველი თებერვლიდან განახლდება ყველა სხვა სახის შეზღუდული სერვისის მიწოდება. მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ტექდათვალიერება. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სერვისცენტრებში ვიზიტისგან თავი შეიკავონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით, თანმხლები პირების გარეშე გამოცხადნენ.