15, იანვარი 2021 10:04:00
რუსთავში, სუპერმარკეტ ლიბრეში კომენდანტის საათის დროს ორი კაცი შეიჭრა. მათ მოლარე-კონსულტანტ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მაღაზიიდან თანხა წაღებული არ არის და მომხდარი, სავარაუდოდ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოხდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.