15, იანვარი 2021 12:09:00
სამტრედიაში კაცი დაჭრეს. მას ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.