29, ივნისი 2017 14:04:00
people in need ის პროექტის ფარგლებში საქართველოს შვიდ რეგიონში საშუალო, მცირე და და მიკრო ბიზნესის მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანის გზებს გააცნობენ. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა. ორგანიზაციის წევრებმა სფეროს წარმომადგენლებს პროექტის მიზანი და პერსპექტივების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოაწოდეს. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები, მსგავსი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის დანერგვისა და მცირე და საშუალო ბიზნესმენების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის პარალალურად, რეგიონებში მოქმედი მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროექტის ბიუჯეტი 625 000 ევროა.