15, იანვარი 2021 17:19:00
აჭარაში კორონავირუსით კიდევ 52 მოქალაქე დაინფიცირდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 322 პაციენტი მკურნალობს, მათგან 62-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 9 ადამიანი. საკარანტინე სივრცეში 325 პირია მოთავსებული.