19, იანვარი 2021 13:38:00
ქედის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი დაბლობში 20 სმ-ია, მაღალ სოფლებში 70 სმ- ს აღწევს. მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელია.
მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზა თოვლისგან 6 მიმართულებით იწმინდება. ქედას ელექტროენერგია ამ დროისთვის ნაწილობრივ მიეწოდება, მიმდინარეობს ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფების მიერ აღდგენითი სამუშაოები.