19, იანვარი 2021 17:18:00
აჭარაში კორონავირუსით კიდევ 58 მოქალაქე დაინფიცირდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 269 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5- ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი კიდევ 138-მა ადამანმა დაამარცხა.