19, იანვარი 2021 17:23:00
მართლამდიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების თანახმად, ამ დღეს, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. კოვიდ რეგულაციების გამო, ბათუმში, წელს არ ჩატარებულა ზღვაში შესვლის ტრადიციული რიტუალი. წირვა შესრულდა ყველა მოქმედ ტაძრში, შედგა წყალკურთხევის, იგივე დიდი აიაზმას მსახურებაც. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.