21, იანვარი 2021 11:42:00
აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილე 500 ლარით დააჯარიმეს - ამის შესახებ 2020 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
იაკინთე ჩხარტიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად სავაჭრო პალატაში მუშაობის დროს შეავსო. ორგანიზაციის ყოფილ თავჯდომარეს დოკუმენტში არ ჰქონდა მითითებული თანამდებობის პირის საბანკო ანგარიში.
საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის შედეგებზე მასალას ჩვენი რეპორტიორი ამ წუთებში ამზადებს და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.