21, იანვარი 2021 18:45:00
საქართველომ რუსეთის წინააღდმდეგ დავაში გაიმარჯვა. 12 წლიან სახელმწიფოთა შორის დავაზე საბოლოო გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ დღეს გამოაცხადა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ასევე, დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს, რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. რა დარღვევები დაუდგინა რუსეთს სასამართლომ, გადაწყვეტილების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: