21, იანვარი 2021 17:29:00
ექიმი და ყოფილი დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერად დაინიშნა. ინფორმაციას თავად ბეჟანიძე ადასტურებს, თუმცა დეტალებზე "TV25"-თან დღეს საუბარი არ ისურვა. მან პოზიციაზე გია კიკაბიძე ჩაანაცვლა. იგი რესპუბლიკურ საავადმყფოში ისევ აგრძელებს მუშაობას, თუმცა ძველ, სარეაბილიტაციო კორპუსში.