22, იანვარი 2021 09:59:00
თელავში 1972 წელს დაბადებულმა პირმა, ურთიერშელაპარაკების შემდეგ, 1984 წელს დაბადებული კაცი და 1992 წელს დაბადებული ქალი დაჭრა.
ქალი ადგილზე დაიღუპა, კაცი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.