22, იანვარი 2021 18:30:00
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ფულადი ჯარიმა 105 ფიზიკურ პირს გამოუწერა. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი 664 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.