22, იანვარი 2021 18:15:00
სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის წინააღმდეგ. ისინი, ხვალ აქციაზე ამბასადორის პროექტის წინააღმდეგ იკრიბებიან. საპროტესტო აქცია 26 მაისის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან, პირველ საათზე დაიწყება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ბულვარში, შპს „ამბასადორი“ 4 სართულიან შენობას, კიდევ 11 სართულს დააშენებს. პროექტი სააგენტომ უკვე მოიწონა და ნებართვაც გასცა.